- 16/12/22
- თემებითემები
- 3,010
- 6,886
- დრო ფორუმზე
- 132დ 7ს 43წ

ცისარტყელა კალმახი – ორი წლის ასაკამდე ძლიერ გავს მდინარის კალმახს, მხოლოდ არა აქვს წითელი წინწკლები; მოზრდილს სხეულის გვერდებზე უვითარდება ცისარტყელისებრი ფართო ზოლი. სიგრძე 90 სმ-მდეა, წონა 6 კგ-მდე.
წყნარი ოკეანის ამერიკის სანაპიროების ბინადარია (ალიასკადან მექსიკამდე), მე 19 საუკუნის მეორე ნახევრიდან აკლიმატიზირებულ იქნა ევროპის, აზიის, ავსტრალიის, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში.
მტკნარი წყლის თევზია, ცივი წყლის მოყვარული, მაგრამ მდინარის კალმახთან შედარებით უფრო ამტანია — ეგუება წყლის ტემპერატურას 4-30 გრადუსამდე, ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება დაახლოებით 20 გრადუსი. სქესობრივად მწიფდება მე 3-4 წლის.
ნაყოფიერება საშუალოდ აღწევს 500-2500 ქვირითამდე. მრავლდება თებერვლიდან ივნისამდე ჩქარი დინების თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, ქვირითს მარხავს ქვა-ქვიშაში.
ძვირფასი სარეწაო სატბორე თევზია, იყენებენ უმეტესად ნედლს.
1. საკალმახე მეურნეობის მშენებლობის დაგეგმვა
• საკალმახე მეურნეობის გულმოდგინედ დაგეგმვა, კარგად მოფიქრებული პროექტი და ზუსტი ტექნიკური გათვლები უნდა გახდეს კალმახის გამოზრდის საუკეთესო პირობების შექმნის გარანტია.
• მშენებლობის პირველ ეტაპს წარმოადგენს ტბორისათვის (აუზებისთვის) სათანადო ფართის შერჩევა;
აქვე, გასათვალისწინებელია ხარისხიანი და საჭირო რაოდენობის წყლის რესურსის მოძიებისა და მისი შემდგომი რაციონალური გამოყენებისა და გაწმენდის უზრუნველყოფის საკითხები.
2. წყლის ხარისხის მაჩვენებლები
ქიმიური შემადგენლობა წყალი ვარგისია მეთევზეობისათვის თუ ის შეესაბამება შემდეგ მაჩვენებლებს:
• ჟანგბადით გაჯერება- 80%-ზე მეტი;
• pH 6,5 — 8,2 (7,5 — ოპტიმალური);
• ბმჟ 5 (ბიოქიმიური მოთხოვნა ჟანგბადზე 5 დღე-ღამეში, რომელიც აუცილებელია წყალში არსებული ორგანული ნაერთების დაჟანგვისათვის)- არა უმეტეს 4 მგ/ლ-ისა;
• დაჟანგვა 15 მგ/ლ-მდე.
მეკალმახეობაში გამოყენებული წყალი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მახასიათებლებს:
• რკინის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.