თემა ვახტანგ ჭაბუკიანი

  • Thread starter Megi 
  • Დაწყების თარიღი

Megi 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
30/1/23
თემებითემები
11
14
დრო ფორუმზე
14დ 22ს 55წ
Vahtan_Michailis_dze_Chabukiani.jpg

ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (დ. 27 თებერვალი (12 მარტი), 1910, თბილისი ― გ. 6 აპრილი, 1992) — ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.

ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში ქალაქელი ხელოსნის ოჯახში. მამა — მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით; დედა ― ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი ― ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.

შემოქმედება
1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929–1941 წწ.), სადაც კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა. 1930 წლის 16 მარტს პეტრე ჩაიკოვსკის „გედის ტბაში“ ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: „ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი, ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს“. 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის „დონ კიხოტში“ ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. „დონ კიხოტმა“ მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ-ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ–ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: „პარიზის ალი“, „კორსარი“, „დონ კიხოტი“; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.

1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე გაიმართა სახეშეცვლილი „მზეჭაბუკის“ პრემიერა. მისი ახალი სახელია...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom