- 16/12/22
- თემებითემები
- 3,052
- 6,971
- დრო ფორუმზე
- 132დ 23ს 39წ

1764-67 წლებში საფრანგეთში, ჟევოდანის ოლქს უცნობი ურჩხული, მეტსახელად ,,ჟევოდანის მხეცი" ატერორებდა. სამი წლის მანძილზე ის თავს დაესხა 230 ადამიანს, რომელთაგან 100-მდე გარდაიცვალა. ნახირზე თავდასხმისას ის არ ეკარებოდა პირუტყვს, მხოლოდ მწყემსზე ნადირობდა. სამი წლის განმავლობაში ის თავს იძვრენდა მონადირეთა ყველა ალყისგან, ხაფანგისგან და არასდროს ეკარებოდა მოწამლულ სატყუარებს, რაც მოსახლეობას აპანიკებდა და აფიქრებინებდა, რომ მხეცს ინტელექტი ჰქონდა, ზოგი მასზე იმასაც ფიქრობდა, რომ მაქცია იყო.
მისი პირველი თავდასხმა 1764 წელს დაფიქსირდა, როცა მწყემს ქალს დაესხა თავს, თუმცა მაშინ მეცხვარე ძაღლებმა ურჩხულის გაგდება მოახერხეს. ქალის აღწერით ის ხარის ზომის მგელი იყო, თუმცა თანასოფლელებმა მას არ დაუჯერეს. იმავე თვეში მხეცის თავდასხმამ პატარა გოგონა იმსხვერპლა, რასაც მალევე მოჰყვა კიდევ ორი ბავშვის მოკვლა. მხეცმა მოკლა ადგილობრივი არისტოკრატის, მარკიზ დ'აშპეს ვაჟიც. მოსახლეობა დაშინდა, ისინი მარტო აღარ გადაადგილდებოდნენ.
სიტუაციის მოსაგვარებლად გუბერნატორმა ჟევოდანში 56 დრაგუნი გაგზავნა, რომლებმაც 100-მდე მგელი მოკლეს, მხეცის თავდასხმები 1 თვით შეწყდა და იფიქრეს, რომ ის მოკლეს, თუმცა მალევე მას ორი მონადირე გადააწყდა, რომლებმაც მხეცი დაჭრეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა.
მალევე თავდასხმები განახლდა, ადგილობრივები ხშირად პოულობდნენ ტყის პირას დასახიჩრებულ გვამებს, ძირითადად ბავშვებისას. მხეცმა მალევე მიიქცია პრესის ყურადღება:
"იგი მგელზე გაცილებით მაღალია, ხოლო თათებზე გრძელი ბრჭყალები აქვს. მისი ბეწვი წითურია, თავი დიდი აქვს, სახე მწევარს მიუგავს, ყურები პატარა და სწორი აქვს, მისი მკერდი განიერი და რუხი ფერისაა, ზურგზე შავი ბეწვი გასდევს, ბასრი კბილები აქვს“. ზოგიერთი გაზეთის ვარაუდით, ეს მხეცი ვეფხვის და აფთრის ნაჯვარი იყო.
1765 წელს მხეცი 6 ბავშვს დაესხა თავს, ბავშვებმა მისი მოგერიება მოახერხეს, რაც იმდენად გასაკვირი იყო, რომ ამბავი მეფე ლუი XV-ის ყურამდე მივიდა, რომელმაც ბავშვები ფულით და უფასო წვრთნით დააჯილდოვა. მეფემ სიტუაციის მოსაგვარებლად ჟევოდანში...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.