- 13/1/23
- თემებითემები
- 127
- 0
- დრო ფორუმზე
- 24დ 17ს 11წ

თუ ემოციურ სიცარიელეს გრძნობთ და უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემის ფონზე მოტივაციაც აღარ გაქვთ, ეს შესაძლოა შფოთვის ან დეპრესიის ერთ-ერთი სიმპტომი იყოს. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა შეიძლება მიუთითებდეს იმაზეც, რომ ადამიანი არ არის მზად, ნეგატიურ ემოციებს გაუმკლავდეს.
ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც გარკვეული მიზეზების გამო ტკივილსა და იმედგაცრუებას ვგრძნობთ. ასეთ დროს ხელის ჩაქნევა და დანებება ძალიან მარტივია, თუმცა სპეციალისტების მთავარი რჩევაა, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. მიუხედავად ყველა ტკივილისა, უკეთესი დღეებიც აუცილებლად მოვა და ის, რაც დღეს გადაულახავ საკითხად გვეჩვენება, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა აზრს დაკარგავს.
იმისათვის, რომ პრობლემასთან ბრძოლა შევძლოთ, ემოციური სიცარიელის ნიშნები უნდა ვიცოდეთ. როგორც წესი, ეს ადამიანებში შემდეგი მახასიათებლებითაა გამოხატული:
- ყველაფრის მიმართ გულგრილობა და სიზარმაცე;
- არასრულფასოვნების განცდა, კომპლექსები გარეგნობის ან სტატუსის შესახებ;
- ურთიერთობების შიში;
- არაადეკვატური მიზნები, რომელთა მიღწევა ობიექტურად შეუძლებელია;
- უმწეობისა და უაზრობის განცდა.
ამიტომაც, თუ ახლა გრძნობთ, რომ ემოციურად დაცლილი ხართ და მოტივაცია დაკარგეთ, ეს პრობლემა რამდენიმე ნაბიჯით შეგიძლიათ, დაძლიოთ:
1. ესაუბრეთ საყვარელ ადამიანებს ან მათ, ვისაც ენდობით. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, პარტნიორი, ნათესავები, ფსიქოლოგი. მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
2. იპოვეთ თქვენი ინტერესები – შესაძლოა, დიდი ხანია, მოტოციკლის ტარება, ტორტის დამოუკიდებლად გამოცხობა ან კრივის სწავლა გინდოდათ. სწორედ ახლაა დრო, რომ თქვენი ოცნებები ისევ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.