- 12/2/24
- თემებითემები
- 107
- 116
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 51წ

მავნეა მრავალჯერ ავტომატურად განმეორებადი ქმედება, რომელსაც თან სდევს როგორც საზოგადოებისთვის, ისე თავად ამ ქმედების შემსრულებელი პირისთვის ნეგატიური შედეგები. ამგვარი ავტომატური ქმედებები მეორდება, რადგან მათი გავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანი სუსტი ნებისყოფის გამო ვერ ახერხებს მათზე უარის თქმას. ამგვარ ქმედებებს მედიცინაში დაავადებად ან პათოლოგიურ დამოკიდებულებად განიხილავენ, თუმცა მათ გვერდით არსებობს ისეთი მავნე ჩვევებიც, რომლებსაც დაავადებებს ვერ ვუწოდებთ. ისინი ნერვული სისტემის გაუწონასწორებლობის შედეგად ჩამოყალიბებული ქცევითი დარღვევებია, რომლებიც სხვადასხვა ვითარებაში სხვადასხვანაირად ვლინდება.
რას შეიძლება ვუწოდოთ მავნე ჩვევა?
- ალკოჰოლიზმს;
- ნარკომანიას;
- თამბაქოს წევას;
- შოპინგომანია-ონიომანიას;
- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას;
- საკვების ჭარბ მიღებას;
- ტელედამოკიდებულებას;
- ინტერნეტდამოკიდებულებას;
- ფრჩხილების კვნეტას;
- კანის წვალებას;
- ცხვირის თითით წვალებას (რინოტილექსომანია);
- სახსრების ტკაცუნს;
- ტექნომანიას;
- ფანქრის ან კალმის ღრღნას;
- ფურთხებას;
- უცენზურო სიტყვებით საუბარს;
- "პარაზიტი" სიტყვების ხშირ გამოყენებას.
ალკოჰოლიზმი
ყველაზე გავრცელებული მავნე ჩვევაა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება ალკოჰოლური სასმელებისადმი პათოლოგიური ლტოლვა, ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ვერ ახერხებს სასმელზე უარის თქმას და ეს ჩვევაც, დროთა განმავლობაში, სერიოზულ დაავადებად - ალკოჰოლიზმად ყალიბდება.
ნარკომანია
ნარკოტიკული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების შედეგად ქრონიკულად პროგრესირებადი დაავადებაა. სხვადასხვა ნარკოტიკი სხვადასხვანაირ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას აყალიბებს. ერთთათვის დამახასიათებელია სუსტი ფიზიკური, მაგრამ ძლიერი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, მეორეთათვის - ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება შედარებით სუსტი ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფონზე, უმეტესობა კი ერთდროულად იწვევს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დამოკიდებულებას.
თამბაქოს წევა
ეს არის მცენარეული...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.