- 16 დეკემბერი 2022
- თემებითემები
- 2,743
- 6,293
როგორც მოგეხსენებათ, 23 ოქტომბერს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესამე ტურის მატჩს მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართავს.
Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა გუნდის მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს ამ ჯახზე პირადად ესაუბრა.
"შენ ჩვენთვის გმართებს ამ მატჩის მოგება.
თუ 8-ზე მეტ გოლს გაიტანთ, კიდევ უკეთესი, მაგრამ უბრალო გამარჯვებაც კარგი იქნება," - უხუმრია ლაპორტას.
ცხადია, ჟოანმა ფლიკს 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი გაახსენა, როცა მისმა დამოძღვრილმა "ბაიერნმა" "ბლაუგრანას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი აგემა და 8:2 მოუგო.
მას მერე "ბარსელონა" და "ბაიერნი" კიდევ 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ ბავარიელებმა გაიმარჯვეს. ნავსის გატეხვის შანსი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 23 ოქტომბერს ექნებათ...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.