- 16/12/22
- თემებითემები
- 3,302
- 7,247
- დრო ფორუმზე
- 132დ 2ს 39წ
საქართველოს ჩოგბურთელთა ეროვნული ნაკრები, ქვეყნის ნომერ პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი რეიტინგის წყალობით, მეორედ გამოვა ATP Cup-ზე. ეს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული გუნდური ტურნირია, რომლის საპრიზო ფონდი, წელს 10 მილიონი დოლარია. ATP თასი სტარტს 1 იანვარს, ტრადიციულად, ავსტრალიაში აიღებს. საქართველო D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც 1 იანვარს - არგენტინას, 3 იანვარს - პოლონეთს და 5 იანვარს - საბერძნეთს დაუპირისპირდება. ყველა ეს შეხვედრა სიდნეიში გაიმართება. არგენტინასთან მატჩი, Sydney Qudos Bank არენის კორტზე, 1 იანვარს, თბილისის დროით, ღამის 3 საათზე დაიწყება. საქართველოს მეორე ნომერი, 28 წლის ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც მსოფლიოს 569 ჩოგანია, ფედერიკო დელბონისს შეხვდება. გამთენიისას, 4 საათსა და 30 წუთზე, იმავე კორტზე, საქართველოს ლიდერი 29 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 22 ადგილი უკავია, არგენტინელთა პირველ ნომერთან დიეგო შვარცმანთან გაარკვევს ურთიერთობას. „საქართველოს ღირსების დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კარგ ფორმაში ვარ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და მოუთმენლად ველოდები შვარცმანთან შეხვედრას“ - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ავსტრალიაში 28 დეკემბერს ჩავიდა. „ჩემთვის და მთელი ნაკრებისთვის ეს თასი განსაკუთრებულია. ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ტურნირია, რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს პირველ ნომერს ნიკა ბასილაშვილს. ორი წლის წინ აქ პირველად ვითამაშეთ და ეს იყო წარმოუდგენელი ატმოსფერო და არაჩვეულებრივი გამოცდილება“ - აღნიშნა ალექსანდრე მეტრეველმა. ბასილაშვილისა და მეტრეველის გარდა, ეროვნულ ნაკრების ღირსებას ასევე იცავენ მსოფლიოს 850 ჩოგანი, 24 წლის ალექსანდრე ბაქში, 21 წლის ზურაბ ტყემალაძე (1314) და 20 წლის საბა ფურცელაძე (1115), რომლებიც მსოფლიოს რეიტინგში ათასეულს მიღმა არიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 1 იანვარს წყვილთა მატჩში, ბაქში-მეტრეველის დუეტი, არგენტინელების მასიმო გონზალესისა და ანდრეს მოლტენის დუეტს დაუპირისპირდება. თუმცა, არ არის გამორიცხული, წინა შეხვერებიდან გამომდინარე, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა დავით კვერნაძემ წყვილთა შემადგენლობა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.