Crypto წელს ყოველდღიურად 350 ახალი ფალსიფიცირებული კრიპტო მონეტა იქმნებოდა

Crypto
მარიამი

მარიამი

Top ფორუმელი
წევრი
13 იანვარი 2023
თემებითემები
2,566
2,196
ბლოკჩეინის რისკებზე მომუშავე პლატფორმა „სოლიდუს ლაბსის“ (Solidus Labs) ინფორმაციით, წელს ყოველდღიურად 350 ახალი ფალსიფიცირებული კრიპტო მონეტა იქმნებოდა, რამაც მილიონობით კრიპტო ინვესტორი შეიყვანა შეცდომაში და მათ დიდი რაოდენობით ფული დააკარგვინა.
„სოლიდუს ლაბსის“ ცნობით, წელს 1 დეკემბრამდე 117 629 ცალი ყალბი კრიპტო ვალუტა შეიქმნა. ეს შარშან შექმნილ 83 400 ყალბ ვალუტაზე დაახლოებით 41 პროცენტით მეტია. „სოლიდუსი“ დასძენს, რომ ეს რიცხვები, მის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შედეგებს ასახავს და რეალური რიცხვი შეიძლება მეტიც იყოს.
„სოლიდუს ლაბსის“ ინფორმაციით, ასეთი ყალბი ვალუტების უმეტესობა, BNB ჯაჭვის საფუძველზეა შექმნილი. სულ კი, ამ ჯაჭვზე დაფუძნებული (BEP-20) კრიპტო ვალუტების დაახლოებით 12 პროცენტია ყალბი.
ყალბი კრიპტო ვალუტების შექმნის მხრივ, მეორე ადგილზე ეთერიუმის ქსელია, სადაც...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში შედით ან დარეგისტრირდით ახლავე.
 
სურათი
Back
Top