Crypto წლის დასაწყისიდან, მაინერების მოგება 45%-ით გაიზარდა

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
116
125
დრო ფორუმზე
85დ 16ს 52წ
Blockchain.com-ის მონაცემებით, ბიტკოინის (BTC) მომპოვებლების (მაინერების) მოგება წლის დასაწყისიდან, 45%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში მოპოვებული ბიტკოინების (BTC) ღირებულება (მოპოვების მომენტში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად), 31 დეკემბრის 16.3 მილიონი დოლარიდან, 23.8 მილიონ დოლარამდე (29 იანვარს) გაიზარდა.
გასული წელი მძიმე იყო კრიპტო მომპოვებლებისთვის. გაიზარდა მაინინგის სირთულე და ჰეშრეიტი, რამაც მომპოვებლების მოგება უკიდურესად შეამცირა. ბიტკოინის (BTC) ფასის რენტაბელობის ზღვარი 15-17 ათას დოლარის შუალედში მერყეობს (ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, მომპოვებელ მოწყობილობებზე, გაგრილების სისტემაზე და სხვა). ამ შუალედში ფასი გარკვეული პერიოდით დარჩა, რამაც ბევრ მომპოვებელს, ბიტკოინების (BTC) მასობრივად გაყიდვა აიძულა.
მაგრამ ახალი წლიდან მოყოლებული, ბიტკოინის (BTC) ფასმა 16 500-დან 23 700 დოლარამდე მოიმატა, რაც ბოლო ხუთი თვის მაქსიმალური მაჩვენებელია. ამან უმალ იმოქმედა მოპოვების ბიზნესზე და მომპოვებლების მოგებაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ სულის მოთქმის საშუალება მიეცათ.
მოგების ზრდის კვალად, მომპოვებლები სულ უფრო მეტ მოწყობილობას რთავენ, რაც მათ მიერ ბიტკოინის (BTC) და სხვა კრიპტოების მოპოვების მოცულობას ზრდის. მოპოვების ინდუსტრიაში მომუშავე მოწყობილობათა სიმძლავრის საშუალო მოცულობამ წამში 281.67 ეჰ/წმ-ს (281.67 კვინტილიონი ჰეში წამში) მიაღწია. მაქსიმალური მაჩვენებელი კი 30 იანვარს დაფიქსირდა და 294 ეჰ/წმ შეადგინა.
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom