Crypto კრიპტო ბაზრის 2022 წლის შეჯამება

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
1,098
1,113
დრო ფორუმზე
85დ 16ს 41წ
გასულ წელს კრიპტო ვალუტების ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, კრიპტო ზამთარი უწოდეს. რიგმა ფაქტორებმა, ბიტკოინის და სხვა კრიპტო ვალუტების ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია, რამაც ამ სფეროში მომუშავე ბევრ კომპანიაზე სავალალოდ იმოქმედა.
შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ, ინფლაციასთან ბრძოლის მოტივით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, შედეგად რისკიან აქტივებზე (ევრო, კრიპტო, აქციები და სხვა) მოთხოვნის კლება მოჰყვა. ამან კი ფასების ვარდნა გამოიწვია.
სწორედ ეს აღმოჩნდა „კრიპტო ზამთრის“ დაწყების მთავარი მიზეზი. დოლარზე საპროცენტო განაკვეთის ზრდამ, ინვესტორებისთვის სწორედ ამერიკული ვალუტისადმი მოთხოვნილება გააძლიერა. ამის გამო, იანვარში ბიტკოინის ფასი 19 პროცენტით დაეცა, ეთერიუმისა კი – 29 პროცენტით.
ტერას (Terra) კრახი
მაისში კრიზისს კიდევ ერთი ძლიერი ფაქტორი დაემატა – ინვესტორებმა ტერას (Terra) სტეიბლკოინ UST-ის მასობრივი გაყიდვა დაიწყეს. ჯამში დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის UST გაიყიდა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ ფასი 1 დოლარიანი მუდმივ ჩამოსცდა და მკვეთრად დაეცა. რამდენიმე დღეში, UST-ს ფასი 10 ცენტამდე დაეცა.
პარალელურად, უკიდურესად გაუფასურდა ტერას მონეტა ლუნა (Luna), რომელიც ისტორიულ მაქსიმუმ 119.51 დოლარიდან, ნულამდე დაეცა. ერთ კვირაში, კრიპტო ინვერსტორებმა ჯამში 20 მილიარდზე მეტი დოლარი დაკარგეს.
შემდეგ მოხდა ის, რომ კრიპტო საკრედიტო კომპანია Celsius Network-მა თავისი კლიენტების სახსრების გაყინვის შესახებ გამოაცხადა. ამის მიზეზად, „ექსტრემალური საბაზრო პირობები“ დასახელდა. კერძოდ, კომპანია ბაზარზე მიმდინარე ძლიერმა რყევებმა დააზარალა.
ამის შედეგად, ბიტკოინის ფასი 23 ათას დოლარზე დაბლა დაეცა, „ცელსიუსის“ მონეტა Cel-ის ფასი კი მესამედით შემცირდა.
ბიტკოინი (BTC) 20 000 დოლარზე დაბლა
ივნისში ბიტკოინის ფასი 20 ათას დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. ეს 2020 წლის შემდეგ პირველად მოხდა. ინვესტორებისთვის ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზღვარია, რამაც ყიდვის მოსურნე ინვესტორების (ხარების) “მადა“ გააუარესა. ეს ის დონეა, რომელსაც 2017 წელს ყველაზე პოპულარულმა კრიპტო ვალუტამ თითქმის მიაღწია. თუმცა მომდევნო წელს, ფასი თითქმის 3 000 დოლარამდე დაეცა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top