ზღაპარი ზარმაცი კაცი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,302
7,239
დრო ფორუმზე
132დ 30წ
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ზარმაცი კაცი. ქვით ქვაზე არაფერი გააჩნდა და არც თავს იწუხებდა. მეზობლები სამადლოდ ხან რას უგზავნიდნენ და ხან – რას: საჭმლის ნარჩენს, ხმელ პურს, ნახმარ ძონძებს. ზარმაცი შეჭამდა კეთილი ხალხის ნაწყალობევს და ისევ მხართეძოზე წამოწვებოდა.

მეზობლებმა რაკი ნახეს, რომ თვითონ თავს არაფერზე იწუხებდა, ეს მცირე მოწყალებაც შეუწყვიტეს და დარჩა ზარმაცი მშიერ-მწყურვალი. რა ქნას, გარედან არაფერის იმედი აქვს და არც რაიმე შინ მოეპოვება — არც ფქვილი, არც მარცვალი, არც პური და არც სატანი. მოშივდა ზარმაცს და თქვა, თუა არ გავისარჯე, ცუდად არის ჩემი საქმეო. გამოვიდა კარში და შეხვდა თაგვი. უთხრა ზარმაცმა:

  • ჩემო თაგუნა, ხვალ წვეულება მაქვს, დილით ადრე მობრძანდი და კაი პატივს გცემ, ოღონდ ხელს ერთი ჯამი ხორბალიც გამოაყოლეო.
  • კარგი, გეწვევი და ხორბალსაც მოგიტანო, – შეჰპირდა თაგვი.
წავიდა ზარმაცი კაცი და ახლა კატა შეხვდა. ზარმაცმა კაცმა ისიც დაპატიჟა.

  • ჩემო ციცუნი, ხვალ წვეულება მაქვს, საუზმის დროს მოდი და კაი პატივს გცემ. ოღონდ, რომ წამოხვალ , ერთ თავი ყველი გამომიყოლეო.
  • ადვილი სამსახურიაო, – უთხრა კატამ და გემრიელი საჭმლის გახსენებაზე ულვაში მადიანად მოილოკა.
წავიდა კაცი და ახლა მელია შემოხვდა, უთხრა ზარმაცმა:

  • ჩემო მელაკუდავ, ხვალ წვეულებას ვიხდი, კარგად რომ მოდღევდება, იმ დროს მოდი და კაი პატივს დაგახვედრებ, ოღონდ ერთი მსუქანი დედალი გამომიყოლეო.
  • კარგიო, – უთხრა მელიამ,- ერთ დედალს მეც შემოგაწევო.
წავიდა კაცი და ახლა მგელი შეხვდა.

  • მგელო კუდბაწარო, უთხრა კაცმა, – ხვალ დიდი წვეულება მაქვს და დამეწვიე, სადილობისას მოდი და კაი პატივს გცემ, ოღონდ ფეშქაშად ერთი ცხვარი გამომიყოლეო.
  • კარგიო, – უთხრა მგელმა, ერთი ცხვარი დიდი არაფერიაო.
წავიდა ზარმაცი კაცი და შეხვდა დათვი. უთხრა ზარმაცმა:

  • ჩემო ბებერო ბიძია, ხვალ დიდი წვეულება მაქვს და სამხრობისას მეწვიე, კაი პატივს გცემ, ოღონდ ხელცარიელი არ მოხვიდე, ერთი ძროხა მაინც გამომიყოლეო.
  • კარგიო, – დათვმაც უთხრა, – ერთ ძროხაზე პირს როგორ შევირცხვენო.
დაბრუნდა ზარმაცი შინ გახარებული. გათენდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom