Crypto ბიტკოინის (BTC) საყიდად საუკეთესო დროა?

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
116
125
დრო ფორუმზე
85დ 16ს 52წ
კრიპტო ვალუტების წყვილების ტექნიკური ანალიტიკის ცნობილი ექსპერტი, რომელიც ტვიტერზე ფსევდონიმ @rovercrc-ს იყენებს, ბიტკოინის (BTC) ისტორიული გრაფიკების მიხედვით ამბობს, რომ ყველაზე პოპულარული კრიპტო ვალუტა, მის მიერ ადრე გაკვალულ გზას მიჰყვება. ეს გზა კი გვიჩვენებს, რომ მალე აღმავალი ბაზარი დაიწყება. მისი თქმით, რისკია არა ბიტკოინის (BTC) ახლა შეძენა, არამედ მისი არ ყიდვა.
ბიტკოინის (BTC) ფასმა ახლახანს მნიშვნელოვანი ზღვარი – 17 000 დოლარი გადალახა და ჯერჯერობით მის მაღლა რჩება. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ ზღვრის გადალახვა, დათვური (დაღმავალი) ტრენდის დასრულების მანიშნებელი შეიძლება იყოს.
ანალიტიკოსს, ვინც ფსევდონიმ „რეკტ კეპიტალით“ არის ცნობილი, საინტერესო მოსაზრება მოჰყავს. ის ამბობს, რომ წინა ხარული (აღმავალი) ბაზრის დროს, პიკის დაფიქსირებიდან დაახლოებით 365 დღის შემდეგ, ბაზარმა ფსკერი უნდა გაიაროს. ამას კი მორიგი აღმავალი ციკლი მოჰყვება.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც ბიტკოინის (BTC) ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს, 69 000 დოლარს მიაღწია, დაახლოებით 400 დღეა გასული. ამაზე დაყრდნობით, „რეკტ კეპიტალი“ ფიქრობს, რომ დაღმავალი ციკლი დასრულდა და დროა, ხარებმა გააქტიურება დაიწყონ.
მისივე თქმით, 2022 წლის დაღმავალმა ტრენდმა, ინვესტორებს ისეთი მძიმე ემოციური ფონი შეუქმნა, რომ ისინი პრაქტიკულად არ რეაგირებენ დაღმავალ მოძრაობაზე და ზემგრძნობიარენი არიან ფასის ზრდის დროს.
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ჰალვინგამდე ერთი წლით ადრე, ბიტკოინის (BTC) შესყიდვა, ინვესტორებს მაქსიმალურ შესაძლებლობებს უქმნის. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის (BTC) ჰალვინგი ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. ამ დროს, ბიტკოინის (BTC) მოპოვება, მის სტრუქტურაში ჩადებული კოდის შესაბამისად, ნახევრდება. შესაბამისად, მცირდება ახალი მოპოვებული ბიტკოინების (BTC) ბაზარზე მიწოდება. ამას კი ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს.
ბიტკოინის (BTC) მომდევნო ჰალვინგი 2024 წელს მოხდება. ზემოთ ნახსენებ არგუმენტებთან ერთად, ეს კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც ბიტკოინის (BTC) ფასის ზრდის გამოწვევა შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე ხდებოდა.
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom