- 12/2/24
- თემებითემები
- 1,098
- 1,113
- დრო ფორუმზე
- 85დ 16ს 41წ
MicroStrategy, პროგრამული უზრუნველყოფის ანალიტიკაზე სპეციალიზებული კომპანიამ, გასულ კვარტალში ბიტკოინის (BTC) გაყიდვის შემდეგ, 34 მილიონი დოლარი იზარალა. გასული წლის განმავლობაში კი, კომპანიამ სულ 1.3 მილიარდი დოლარის წაგება დააფიქსირა. ამ თანხაში გამოქვითულია ის თანხა, რაც ბიტკოინის (BTC) გაყიდვებით მიიღო.
MicroStrategy-ის ფინანსურ დირექტორ ენდრიუ კანგის სიტყვებით, კომპანიამ შეიძლება განიხილოს დამატებითი ტრანზაქციების განხორციელების მიზანშეწონილობა, რათა ბიტკოინის ფასის რყევებით ისარგებლოს. კანგი ამბობს, რომ ასეთი მოქმედება, MicroStrategy-ის გრძელვადიანი სამოქმედო სტრატეგიის ნაწილია.
გასული წლის ბოლოსთვის, MicroStrateg-ის განკარგულებაში ჯამში 132 500 ბიტკოინი იყო, რისი ღირებულებაც 1.84 მილიარდ დოლარს აღწევდა. აქედან, მხოლოდ 14 890 BTC ირიცხებოდა უშუალოდ MicroStrategy-ის ანგარიშზე, დანარჩენს კი მისი შვილობილი კომპანია MacroStrategy ფლობდა.
კომპანიის ასეთი ზარალის მთავარი მიზეზი, „კრიპტო ზამთარი“ და კრიპტო სავაჭრო პლატფორმა FTX-ის კრახი გახდა. მაგრამ ამის მიუხედავად, კომპანიის დამაარსებელი მაიკლ სეილორი თვლის, რომ FTX-ის კრახი კრიპტო ბაზრისთვის სასარგებლო მოვლენა იყო. მისი თქმით, ამის შემდეგ, ბაზარი სუსტებმა და ცუდმა მოთამაშეებმა დატოვეს.
სეილორი ამბობს, რომ კრიპტო სფეროს რეგულირება ესაჭიროება ამერიკის კონგრესის და SEC-ის მხრიდან, რაც ინვესტორებს თამაშის წესებს დაუწესებს და FTX-ის კრახის მსგავსი მოვლენები ნაკლებად მოხდება. ეს კი რყევების კლებას გამოიწვევს. შესაბამისად, ინვესტორებს ბაზრისადმი მეტი ნდობა გამოუმუშავდებათ.
„იმისათვის, რომ კრიპტო ბაზარზე გოლდმენ საქსის და მორგან სტენლის მსგავსი მოთამაშეები გამოჩნდეს, მკაცრი მეთვალყურეობაა საჭირო. აუცილებელია კონგრესის მიერ, მკაფიო მითითებების შემუშავება. საჭიროა SEC-ის მიერ, მკაფიო წესების შემუშავება“, – ამბობს სეილორი.
...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.